მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ალავიძე  იმერეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. 
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. 
განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან  საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.  აღნიშნული ობიექტი  მე-20 საუკუნის მეორე  ნახევარშია აშენებული და  მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა. 
შენობის პირველ  სართულზე  განთავსებულია  ორი- წითელი  და  მწვანე დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზისგაფართოება, რის შედეგადაც  მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით. ასევე, რეაბილიტირდება  შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოების ივნისში დასრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. 

13.02.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია