ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

A-/A+

21 სექტემბრის  სტიქიამ  საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.  ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს:  აფენს, ჭაბუკიანსა და გვიმრიანს მიაყენა ზიანი, სადაც  60 -მდე საცხოვრებელ  სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი.  ქარმა წააქცია ხეები. დაზიანებულიაელექტროგადამცემი ხაზები. 

სტიქიის შედეგად, განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთისმუნიციპალიტეტიც. ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმისშედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე, 70-მდე  საცხოვრებელ სახლს და 7 კორპუსს დაუზიანა სახურავი, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი ფართები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კოორდიანციას უწევენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელუსფლების წარმომადგენლებთან ერთად  ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

22.09.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია