კასპელი ბავშვები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  კასპში   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა.   

2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26  ბაგა-ბაღს.  პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში  კასპში  მცხოვრები  1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა. 

18.11.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია