თელავში ბატონის სასახლის მიმდებარედ ახალი მუზეუმი შენდება

A-/A+

თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. მუზეუმის სამშენებლო  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს. 

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2017 წლის ზაფხულში გეგმავს.

ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ შენდება. სასახლის  სარეაბლიტაციო სამუშაოები, ფონდმა,  მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა.

პროექტის ფარგლებში 65 ადამიანია დასაქმებული.

27.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია