თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლისის ტბისფერდობზე, 320 ადგილიანი, თანამედროვე, სტუდენტური საერთოსაცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. დღეს, ახლადაშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორცპროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა.ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერებისოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურადკომფორტულ გარემოს შეუქმნის.  გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი,გარე ტრენაჟორები და დამონტაჟდა გარე განათება.  ტერიტორია კეთილმოეწყო და გამწვანდაა. სამუშაოებისახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ  5.250.777 ლარი შეადგინა.

მშენებლობა 2015 წელს  პრემიერმინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო.   საცხოვრებელკორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არისადაპტირებული შშმ პირთათვის.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ამ მიმართულებით  პროცედურებს შეიმუშავებს.

24.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია