ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს გიორგი კიზირიას შეხვდა.  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც  სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის  დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს.  აღნიშნულ პროექტთა შორისაა: გზების,  ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.  

შეხვედრაზე ყურადღება  აღნიშნული პროექტების  მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.

30.11.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია