ზესტაფონში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება

A-/A+

მუნიციპალიტეტებში სოციალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა. ზურაბ ალავიძე ამჯერად ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 
ზესტაფონში, პირველად გაკეთდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და ასევე მოეწყობა სკვერი.  
ქალაქის ცენტრალურ ნაწილს  პროექტის დასრულების შემდეგ,  კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება.     პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოების თებერვლის ბოლოს დასრულდება. 

02.02.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია