ვანი - სულორის დამაკავშირებელი გზა გახსნილია

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება. მინისტრმა დაზიანებული გზის შეკეთებისა და მოძრაობის აღდგენის სამუშაოები  პირადად დაათვალიერა.

ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ) სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა, რისგამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის აღდგენითი სამუშაოები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი აღდგენილია და გზა გახსნილია.  

12.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია