ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურებში აქტიურად დასაქმდებიან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის  - „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვისა და მათი დასაქმების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა. მასში საჯარო სამსახურში დასაქმების  მსურველმა 60-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

პროექტი, რომელიც მოიცავდა ტრეინინგ - კურსს - თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“,  „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით,  პროგრამის „რეგიონული და და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში განახორციელა.

22.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია