დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

A-/A+

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ. 

საქართველოს მთავრობის დავალებით,   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას იწყებს. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია,  ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  დიდგორის მემორიალურ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალისცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია.  ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთისსაავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა. 

პროექტის დასრულების შემდეგ  დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას,მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. 

11.08.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია