დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნა

A-/A+

დღეს 6 ივლისს, დარიალში  საავტომობილო გზა გაიხსნა. ხეობაში მიმდინარე  სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან და   საავტომობილო გზების დეპარტამენტისთავმჯდომარესთან, გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე უწევს კოორდინაციას. 

საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვისდაშვებულია  სპეციალური რეჟიმით. ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსსაპატრულო პოლიცია აკონტროლებს. კერძოდ, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით:

- აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

-  ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;

-  ინტენსიური ნალექების შემთხვევაში, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე);

- საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაცძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგისკალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება.  მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლოკომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

06.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია