დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.   პროექტს საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  მისიმიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა დატურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადებისმოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო- მომარაგების  ქსელის,ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე,გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტის ღირებულება - 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-ამდე ადამიანია დასაქმებული

06.04.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია