დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემისმშენებლობის პირველ ფაზას იწყებს. 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისდირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს.  

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც   4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016წლის  ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. 

პროექტი,  სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის  მშენებლობა-რეაბილიტაციასითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე  სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 

03.08.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია