ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია

A-/A+

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ნოდარჯავახიშვილი   სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით  ბორჯომში იმყოფებოდა. 

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტებიდაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზედააზიანა  ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმაქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასიაბონენტი.

სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებულიიქნა ყველა შესაბამისი სამსახური. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურუის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები.   წაღვერის, ბაკურიანის  და ბორჯომის მუნიციპალიტეტების  სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზემოძრაობა აღდგენილია.  სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

05.08.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია