ბათუმში თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს

A-/A+

ბათუმში  საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზებიდა საშუალებები -  გამოცდილების გაზიარება“ მიმდინარეობს.ღონისძიება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისპროგრამული თანამშრომლობის -„ადგილობრივი თვითმმართველობისინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ - ფარგლებში, ევროსაბჭოსა დასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანაორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, მუნიციპალიტეტებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას.  კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის  მიმართულებებსაც განხილავენ.

კონფერენცია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ თენგიზშერგელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან  ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები,საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისშესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და  ექსპერტები. კონფერენცია 2 დღიანია და 8 ივლისს დაიხურება.

07.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია