ახალი საპილოტე პროექტი იწყება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა  (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი სამინისტროსთვის   ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმეტის  შექმნაა. აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და  იგი  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტიანი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრასб რომელზეც ახალი ანტიკორუფციული პროექტის შესახებ იმსჯელეს, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროექტის ძირითადი მიზანი  ამომწურავი ანალიზის საფუძველზე  კორუფციის რისკებისიდენტიფიცირება  და  იმ ინდიკატორების შემუშავებაა,  რომელიც მიღწეული პროგრესის წარმატებულ მონიტორინგს უზრუნველყოფს. 

12.02.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია