აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა გრძელდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან  ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს  შეხვდა.  საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების,  ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემებს მშენებლობის სფეროში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზემსხვილი პარტნიორია. ADB საქართველოში მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტებისგანხორციელებას, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებსსხვადასხვა ტექნიკური დახმარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირების  ვიზიტის მნიშვნელობას სამომავლოდ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის.

15.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია