ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ევროპელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ქალაქ თბილისის  მერი  დავით ნარმანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით, ევროპელ კოლეგებთან   ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა.  ბასკეთის მერმა კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.  მხარეებმა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

02.02.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია